logo
ENG



"400 მეტრის სიღრმეზე ვმუშაობ და 640 ლარს ვიღებ" - ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

04 ივლ 202114:17
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. პარალიზებულია მინდელის შახტა. 

ისინი ფიქსირებული ხელფასის 300 ლარით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ბონუსის სისტემა, რასაც მათ საქნახშირი სთავაზობს, არაეფექტურია, ვინაიდან ნამატი ძალიან ცოტაა - 30-40 ლარი. მათი ანაზღაურება კი 580-დან 640 ლარამდე მერყეობს. 

მეშახტეების და კომპანიის მოლაპარაკებები კი უშედეგოდ დასრულდა. 

მათი თქმით, შეხვედრისას საქნახშირის ხელმძღვანელობამ მათ კვლავ ბონუსური სისტემა შესთავაზა, რაც მიუღებელი და უსამართლოა. 

"ჩვენ არავის ვეჩხუბებით და არავის ვერჩით. მხოლოდ ის გვინდა, ჩვენი შრომა დაფასდეს. ბონუსით ვერაფერს ვაკეთებთ. 30 ლარი ბონუსად არ ითვლება. ვთხოვთ ჩვენს მაჟორიტარს, ქალაქის გამგებელს, დაგვიდგნენ გვერდით". - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე. 

"640 ლარი მაქვს ხელფასი და 400 მეტრზე ჩავდივარ მიწაში. ოჯახები გვყავს სარჩენი. რა ვქნათ". - ამბობს სხვა. 


close დახურვა